სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: სენაკში, „ნაცმოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ ისეთი მათემატიკა გამოიყვანეს პითაგორას შეშურდებოდა

„ნაცმოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ დაადგინეს, რომ თექვსმეტი ჩვიდმეტზე მეტია. პითაგორა შეშურდებოდა ისეთი მათემატიკა გამოიყვანეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „სასწაული მოხდა იქ. 17 კაცი არის საკრებულოს უმრავლესობა და შეიკრიბა 16 კაცი. ანუ ერთ მხარეს იყო 16 კაცი, მეორე მხარსაც 16 და ერთმა მხარემ გადაწყვიტა, რომ არის 17. საერთოდ საოცრება გააკეთეს, მაგრამ იმდენად დიდი იყო წყურვილი და ცდუნება იმის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარია აქაც შეკრულიყვნენ, ცდუნებამ სძლიათ და 16 კაცით მოინდომეს უმრავლესობის შეკრება. რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და ნონსენსია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ალიანსის რეალურ სახეს ჩვენი ამოცანა სენაკში არის ის, რომ მათ არ მივცეთ კოალიციის დალაგების საშუალება, ჩვენ შევქმნათ უმრავლესობა და ამას მგონი მივაღწევთ საკმაოდ მალე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100