სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნეიმარის დედამ 22 წლის შეყვარებული დაჭრა

22 წლის კიბერსპორტსმენი ტიაგო რამოსი, რომელიც ნეიმარის დედის, ნადინ სანტოსის საყვარელი გახლავთ, ბრაზილიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

ტიაგოს ხელზე ჰქონდა მიყენებული ჭრილობები და საბოლოოდ, ჰოსპიტალში 12 ნაკერი დაადეს და ისე გაუშვეს სახლში.

წყვილმა პოლიციას უკვე მისცა ჩვენება რამოსის ტრავმის შესახებ და განაცხადეს, რომ დაზიანებები სახლში მომხდარი დაუდევრობის შედეგი იყო.

თუმცა მათი მეზობლები ამტკიცებენ, რომ მომხდარ ამბავს წინ ჩხუბი და ყვირილი უძღოდა, რომელიც მათი სახლის სახურავიდანაც კი ისმოდა.

ტიაგომ, ალბათ,
იცის, რომ სიყვარული სისხლს მოითხოვს და ისიც მზად არის, გასცეს ყველაფერი. 12 ნაკერიც ახალგაზრდას სიყვარულის სიმბოლოდ სამახსოვროდ დარჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100