სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ და მიშელ ობამებმა „ჰელოუინი“ სკოლის მოსწავლეებთან აღნიშნეს

ბარაკ და მიშელ ობამებმა თეთრ სახლში ვაშინგტონის, მერილენდისა და ვირჯინიის შტატების რამდენიმე სკოლის მოსწავლეებთან და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებთან ერთად ტრადიციული „ჰელოუინი“ აღნიშნეს, თუმცა, არც სახელმწიფოს პირველ პირს და არც პირველ ლედის სპეციალური კოსტუმები არ ეცვათ. ბარაკ ობამა ბავშვების წინაშე ნაცრისფერ შარვალსა და შავ ქურთუკში წარსდგა, მიშელ ობამას კი შავსა და ნარინჯისფერში („ჰელოუინის“ ტრადიციული ფერები) გადაწყვეტილი კაბა ეცვა. თოვლის, ქარისა და სიცივის მიუხედავად, ბარაკ ობამამ მაინც ითამაშა ბავშვებთან დღესასწაულის „მთავარი“ თამაში „საფულე ან სიცოცხლე“.

დღესასწაულზე მისული ბავშვები სხვადასხვა კოსტუმში იყვნენ წარმოდგენილი. ბარაკ ობამას, რომელმაც ყველა ბავშვის ჩაცმულობა ყურადღებით დათვალიერა, განსაკუთრებით უთავო ადამიანის კოსტუმში გამოწყობილი პატარა ბიჭი მოეწონა: „შეხედეთ ამ ბიჭუნას! მას თავი არა აქვს!“, - სიცილით შესძახა აშშ-ის პირველმა პირმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100