სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2011 Dodge Challenger SRT8 ACR

კიდევ ერთი ავტოკონცერნი, რომელიც SEMA–ს ავტოგამოფენაზე მონაწილეობას მიიღებს, Chrysler იქნება, რომელმაც ლას–ვეგასში საკუთარ ახალ მოდელბზე ისაუბრა.

ავტომობილი, რომელსაც კომპანია გამოფენაზე აჩვენებს, მოდელი Dodge Challenger SRT8 ACR იქნება. რომელიც რბოლისთვის არის შექმნილი. ამ მოდელში გაერთიანებულია მოდელების, Challenger SRT8 392–სა და Viper SRT10 ACR–ის მონაცემები. საკუთარი მონაცემების საფუძველზე, ახალ მოდელს შესწევს ძალა, ნებისმიერ მოლოდინს გადააჭარბოს.

მოდელი თეთრ, შავ და წითელ ფერებშია შეღებელი. სწორედ ეს მონაცემი აკავშირებს მას, მოდელ Viper SR10 ACR–თან. განახლების პაკეტს კარბონის კორპუსი აგვირგვინებს. რაც შეეხება ძრავს, მოდელი რვაცილინდრიანი, 6,4 ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 470 ცხენის ძალას შეადგენს. დანარჩენ ინფორმაციან, ავტომობილის გამოფენაზე გამოჩენის შემდეგ შევიტყობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100