"700 მილიონ დოლარს აცლის წყალტუბოს ყიდვით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ჯიბიდან... ასეთი მასშტაბური ძარცვა საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი დამპყრობლის მიერ“ " - მიხეილ სააკაშვილი
ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს უფასოდ ხელში ჩაიგდოს ქონება, რომელიც მინიმუმ $700 მლნ. ღირს. $700 მილიონს აცლის საქართველოს ჯიბიდან და იდებს საკუთარი ოჯახის ჯიბეში. ასეთი მასშტაბური ძარცვა საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი დამპყრობლის მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი ამბავი არის ის, რომ ივანიშვილის მმაღთველობა უახლოვდება დასასრულს, რისთვისაც საზოგადოება ერთად უნდა დადგეს.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს. შესაბამისი განცხადება მან დღეს გაავრცელა.
კომენტარი