სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტები ერთით შემცირდნენ - რუსი ჯარისკაცი ქართულ მხარეს თავშესაფარს სთხოვს

საქართველო ოთხი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა ლტოლვილის სტატუსი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეს - ვიტალი ხრიპუნს.

როგორც ცალკეული მედიასაშუალებები იუწყებიან, ორშაბათს ვიტალი ხრიპუნმა სოფელ პერევის მიდამოებში დატოვა თავისი ბლოკ-პოსტი, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა და საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში თავშესაფარი სთხოვა.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როცა რუსი ახალგაზრდები ტოვებენ ოკუპანტთა რიგებს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, მერე კი თავშესაფარს ითხოვენ. წინა ორ შემთხვევაში რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა თავშესაფარი მიიღეს. ხელისუფლებამ ორივე საცხოვრებელი პირობებით დააკმაყოფილა და დაასაქმა კიდეც. როგორ გადაწყდევა ხრიპუნის საკითხი, ჯერ გარკვეული არ არის.

ვიტალი ხრიპუნის მიმართ რუსულმა მხარემ მაშინვე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დეზერტირობის მუხლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100