ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან აქცია ერთი კვირით შეწყდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან აქცია ერთი კვირით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარალიძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს პირადად გააცნო.
მანამდე სარალიძე პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საგამოძიებო კომისის წევრებს შეხვდა.
ამ დროისთვის აქცია უკვე დამთავრებულია. ტერიტორია დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ემორჩილებიან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებას და დღეს აქცია აღარ გაგრძელდება.
კომენტარი