სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბავშვის დედას ამ ოჯახის ვალი ჰქონდა და არ იხდიდა" - ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. მეზობლების მტკიცებით, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.

" მათ ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ბავში აქ ჭამდა და სვამდა. ბავშვის დედას ამ ოჯახის ვალი აქვს. ჩვენ როგორც ვიცით, ცოლ-ქმარს ამ ბავშვის ოჯახისთვის სესხი ჰქონდა გამოტანილი და არ იხდიდა. იმ დღეს სწორედ ამის გასარკვევად იყო მისული. დედა სახლში არ დახვდა, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც თავისი შვილის კლასელია, ბაბუას ნებართვით წამოიყვანა. გოგონა მოიყვანა, დაბანა, აჭამა და აქ ბავშვებთან ეზოში თამაშობდა. გატაცებული რომ ყოფილიყო, აქ ყველას დასანახად მოიყვანდა?! უბრალოდ ის ოჯახი არის თაღლითი და სიტუაციით სარგებლობს. არ უნდათ ვალის გადახდა. სხვა შემთხვევაში პატრულს რატომ არ დაურეკეს და არ განაცხადეს იმავე დღეს, ბავშვი გატაცებულიაო?! თურმე პროკურატურაში შეუტანიათ საჩივარი და დღეს, რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები", - აცხადებენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბავშვი ოჯახმა სახლში იმავე დღეს, დაახლოებით ორ საათში წაიყვანა.

შს სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100