GEM fest-ის შეთავაზება სტუდენტებს - განსაკუთრებულ ფასად განსაკუთრებული 9 დღე
ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში წელს პირველად ჩატარდება. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიო ვარსკვლავები იქ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარდგებიან.
პირველი 1000 9-დღიანი ბილეთი, eventer.ge-ზე სპეციალურ ფასად, 99 ლარად გაიყიდა, ახლა მულტიპასის ფასი გაზრდილია 150 ლარამდე და ფესტივალამდე ღირებულება კიდევ გაიზრდება. სტუდენტებისთვის კი GEM fest გამორჩეულად ზრუნავს.
ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და აქვს მოქმედი სტუდენტური ბარათი, არსებობს სპეციალური შეთავაზება - შეგიძლიათ, სტუდბილეთით მიბრძანდეთ ფესტივალის ოფისში, ყაზბეგის 24გ-ში და შეიძინოთ 100 ლარად 9-დღიანი მულტიპასი ერთ პერსონაზე, 200 ლარს გადაიხდით, თუკი კარავში ადგილიც გენდომებათ, 300 ლარად კი ორ პერსონაზე მულტიპასს და კარავში ადგილებსაც დაიგულებთ. საგულისხმოა, რომ პაკეტის ღირებულებაში შედის მგზავრობა უფასოდ ავტობუსით თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან.
თუკი საქართველოს რომელიმე რეგიონში ხართ, არც ესაა პრობლემა, TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პაკეტს შეიძენთ.
მუსიკა, მზე, ზღვა - დაგვეთანხმებით, შესანიშნავი სინთეზია. ახალგაზრდებს ანაკლიაში გამორჩეულად ელიან.
კომენტარი