რას ნიშნავს ფერადი ნიშანი კბილის პასტებზე და რომელი არ უნდა შევიძინოთ...
ალბათ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ ფერადი ნიშნისთვის, რომელიც კბილის პასტის ტუბის ძირშია.
აღმოჩნდა, რომ ამ ნიშანს ბევრი რამის თქმა შეუძლია თავისი ფერით. ყველა კბილის პასტას სხვადასხვა შემადგენლობა გააჩნია და სწორედ ამას გადმოგვცემს ეს ნიშანიც, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ რომელი ფერი რას გვეუბნება, რათა უკეთ შევძლოთ ჩვენთვის სასურველი კბილის პასტის შერჩევა ყიდვისას:
მწვანე – ბუნებრივი და ნატურალური შემადგენლობა.
ლურჯი – ბუნებრივი + სამკურნალო (მედიკამენტური).
წითელი – ბუნებრივი + ქიმიური.
შავი – სრულიად ქიმიური.
ზოგიერთი ადამიანი არ ენდობა ნიშანს და არსებობს მოსაზრება, რომ ნიშნის ფერს არავითარი კავშირი არ აქვს კბილის პასტის შემადგენლობასთან, თუმცა შეგვიძლია ჩვენით გადავამოწმოთ მარტივად თუ წავიკითხავთ კბილის პასტის ტუბზე დატანილ ინფორმაციას შემადგენლობის შესახებ.
კომენტარი