ცეზარ ჩოჩელი 4 ახალი საწარმოს შექმნას გეგმავს
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი 4 ახალი საწარმოს აშენებას მოქმედ საინვესტიციო ფონდთან ერთად გეგმავს,-ამის შესახებ ინდუსტრიულ ფორუმზე განაცხადა.
როგორც ჩოჩელმა განმარტა, საინვესტიციო ფონდებს შორის „თანაინვესიტრების ფონდი“-ც განიხილება. „საკმაოდ დიდ საინვესტიციო პორტფელზეა საუბარი. პრობლემების ფონზე ეს პროექტები შეფერხდა.
ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივ საინვესტიციო ფონდებთან და კომპანიებთან, ასევე უცხოელებთან”,-განაცხადა ჩოჩელმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებების გამო ბიზნესის განვითარება შეფერხდა და ჯგუფი იძულებული გახდა, 700 სამუშაო ადგილი ამის გამო გაეუქმებინა.
„მძიმე პირობებია, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, უახლოეს მომავალში მაინც დავიწყებთ 4 ახალი წარმოების მშენებლობას.
როგორც კი მოგვარდება ჯგუფთან დაკავშრებული პრობლემები, ეს საკითხები უფრო წარმატებით და სწრაფ ტემპში განვითარდება”,-აღნიშნა ჩოჩელმა
კომენტარი