სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თოვლჭყაპი, ქარბუქი , უხვი ნალექი ,ნისლი,- 19-20 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100