სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზმაუ: თუ პრესკონფერენცია საერთოდ დაინიშნება, მზად ვართ, გავაშუქოთ

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზადაა უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსლაინი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ისევ უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს არხის პოლიტიკურ თოქშოუში და დღემდე ჟურნალისტებთან ურთიერთობს შერჩევითობის პრინციპით.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრესკონფერენცია საერთოდ დაინიშნება და მასზე შეკითხვის დასმის საშუალება ექნება მედიის ყველა წარმომადგენელს და ივანიშვილი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით.

აქვე დავძენთ, რომ მაუწყებელი ძალაში ტოვებს პირველ შეთავაზებასაც და კვლავ იწვევს ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში ბატონ ივანიშვილს“-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100