"დაუსიგნალე გახარიას" - დღეს, ქუთაისში ავტომანქანებით მსვლელობას ამ ლოზუნგით გეგმავენ
"დაუსიგნალე გახარიას" - ქუთაისში ავტომანქანებით მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ქუთაისში 19:00 საათზე გაიმართება.
აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანთან ავტომანქანებით შეიკრიბებიან და საყვირების თანხლებით მსვლელობას მოაწყობენ.
მსვლელობის დაწყებამდე აქცია-პერფორმანსი გაიმართება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შადრევანთან.
უცვლელი რჩება მთავარი მოთხოვნა- შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენება.
ქუთაისში, ისევე, როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
კომენტარი