სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორ მოახერხე რომ შენზე ადეკვატური ქაცარავა აღმოჩნდა" - ნახეთ რას უწერს ლგბტ პირების უფლებადამცველი კესარიას

"აი საღოლ! როგორ მოახერხე რომ შენზე ადეკვატური ქაცარავა აღმოჩნდა. როცა ლგბტ თემის ჩაგვრაზე საუბრობ, პირველ რიგში შენს თავზე ისაუბრე, შენი ჩაგვრა გაიხსენე. მერე შენი მეგობრები გაიხსენე და მათი გამოცდილებები და ფაქტების გამუქებაზე საუბარს სანამ დაიწყებ, გააცნობიერე, რომ შენ არ გშია, ქუჩაში არ ცხოვრობ, გაქვს იმის ერთი ადგილი, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა რომ მოგაყენოს, ამაზე მინიმუმ გაატრაკებ! და მერე დაიწყე საუბარი ვინ რას აბუქებს. და ბოლოს: ნუ აპრავებ ჩაგვრას! პრობლემა მჩაგვრელში დაინახე და არა ჩაგრულებში", - წერს კობა ბიწაძე, “ლგბტქი ასოციაცია-თემიდას” აღმასრულებელი დირექტორი, კესარია აბრამიძის მისამართით. კობა ბიწაძის გაღიზიანება კესარიას მიერ "ნანუკას შოუში" გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.

კესარიამ განაცხადა, რომ თავს უმცირესობის წარმომადგენლად არ მიიჩნევს. მისი თქმით, არც არავინ ჩაგრავს ან ფიზიკურად უსწორდება. "არ არის აუცილებელი რაიმე სახელი დაირქვა ან იყო რომელიმე თემის წარმომადგენელი, რომ გქონდეს შენი სექსუალური ცხოვრება. კი ვხედავ, რომ ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული პრობლემები, მაგრამ ძალიან ხშირად ამეტებენ და იგონებენ", - განაცხადა აბრამიძემ.


კობა ბიწაძის ამ სტატუსმა მისი მეგობრების გაღიზიანება გამოიწვია: "17 მაისს გეებს რომ არბევდნენ, კესარია ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ულოცავდა ხალხს. ეს ხუმრობითაც რომ გაეკეთებინა, არანაირად არაა გამართლებული, რადგან 17 მაისი სიძულვილთან ბრძოლის დღეა, და ქართველ lgbt თემისთვის ძალიან სენსიტიური თემაა. ეს ქალი რომ ჰომოფობია, არაა ეს ამბავი გასაკვირი არავისთვის. სხვა რამეს ელოდებოდი?".

"როგორი გამაღიზიანებელი იყო მისი ის, უაზრო და არაფრის მთქმელი თითოეული სიტყვა. ეგეც იმის ბრალია რომ ზედმეტად აღმერთებენ კესოს ზოგადად თემის წევრები და მასაც სხვა არაფერი უნდა, არასდროს დაინტერესებულა, ვინ, როგორ ცხოვრობდა, ვის რა გაუვლია ან უნახავს (თემის ხალხს ვგულისხმობ), უბრალოდ გავიდა გადაცემაში, რადგან გამოეჩინა თავისი თავი, პლასტიკურები, კაბა, გაკეთებული ტრ**ი, კბილები და ა.შ. თორემ იქ სხვისს სანუგეშოდ არც მისულა და არც მივა. :))) ფუუ და მერე გვიკვირს თუ რატომ ვერ გვეგუება ვიღაცა out there. არ ვიცით გვერდში დგომა და სხვა რატომ დაგვიდგება?".

"აი ტიპი კიბერბულინგის პიკში იყო წლების განმავლობაში და საშუალება რო მიეცეთ ჩვეულებრივად მოკლავენ დღესაც. ტიპი ქუჩაში არ დადის, მარტო ფართებზე და პონტებზე და რავიცი და ამიტო ვერც იგრძნობს რა ხდება გარეთ. სხვები სამუშაოს ვერ შოულობენ, შიათ, სწყურიათ, სახლი არ აქვთ, ოჯახი არ ყავთ და კესარიას სულ ვიღაცების მხარდაჭერით აქვს რაც აქვს, თვითონ რას მიაღწია, დიხაშხოდან თუ საღაციდან ჩამოვიდა, უინტელექტო ვიღავ და ვიღაცები დაეხმარნენ აშკარად და არაფერი გამოუცდია, ვერც ხვდება რო დამცირებულია, ვერ ხვდება რო ძულთ და სხვებზე როგორ გაიაზრებს რა ჭირთ. და ეს ბოტოქსის გროვა რო გამოვა და მე ქალღმერთი ვარ, თქვენ არაფერი გჭირთ,იგონებთ რო გრანტები მიიღოთო... ეგ რომაგ გადაცემის წამყვანი იყოს უკვე განწირულია მთელი თემი, ეგ უინტელექტო რო რაღაც არაკომპეტენტურობას მობოდავს ისედაც უვიც ხალხს მთლად გადარევს... გულისამრევია", - წერენ ბიწაძის კომენტარებში.

"ჰომოფობიის სხვადასხვა ფორმები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია ინტერნალიზებული (შეთვისებული) ჰომოფობია. ანუ როცა თავად ხარ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი და გეზიზღება საკუთარი თავი და სხვა ლგბტ ადამიანები. საბოლოო ჯამში ინტერნალიზებულ ჰომოფობიას საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია იწვევს. ბავშვობიდან გაჯერებენ, რომ ხარ ცოდვილი, ავადმყოფი და ა.შ. როცა იწყებ შენი ჰომოსექსუალობის გაცნობიერებას, აკავშირებ ცოდვილობას, გარყვნილებას და სხვა რაღაცეებს შენს თავთან და აიჯერებ რომ შენ მართლა ასეთი ხარ. ეს კომპლექსი იმდენად გზღუდავს, რომ იწყებ "კარგი ტიპი"-ს როლის თამაშს. აფრქვევ ჰომოფობიას, იმისთვის, რომ შენც ამ ჯგუფს არ მიგაწერონ. ამ როლის თამაშს ისეთ არაადეკვატურობამდე მიყავხარ, რომ შეიძლება სხვა გეები მოკლა. ბრიტანეთში გეი წყვილმა ციხეში იქორწინა და ორივე ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის იჯდა იქ. ერთმა გეი მოკლა სიძულვილის გამო და მეორემ ფიზიკურად იძალადა სხვა გეიზე. ამიტომ მარტივი დასაკვირვებელია: ვინც ყველაზე მეტად ყვირის, ის თვითონ არის ლგბტ ადამიანი" - პასუხობს მათ ბიწაძე.


შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს "ნანუკას შოუ" ჰომოფობიასა და ლგბტ პირების უფლებების თემის განხილვას დაეთმო. გადაცემაში, უფლებადამცველებთან, ფსიქოლოგებთან და თემის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეულები იყვნენ კესარია აბრამიძე და დავით ქაცარავაც. თემის განხილვისას დავით ქაცარავამ შოუც დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100