სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ფერაძე: „ჯენერიკი ერთადერთი გამოსავალია მოსახლეობამ ნახევარ ფასად მიიღოს სრულფასოვანი მედიკამენტი, რომელიც მას სჭირდება“.

საოჯახო მედიცინის ქართულ–ამერიკული კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ფერაძე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოხმაურა და აღნიშნა, რომ ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობა, მათი სეგმენტის გაფართოება და მოხმარება საუკეთესო გამოსავალია იმსითვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

„ჯენერიკი იგივე ქიმიური შემადგენლობისა და შედეგის მომტანი პრეპარატია, როგორც ბრენდული მედიკამენტი. მაგალითისათვის, პრეპარატი „კოპლავიქსი“, რომელიც შეიცავს კლავიქსს და ასპირინს, ასევე კარდიომაგნიუმს. ცალ–ცალკე რომ იყიდოთ კლავიქსი და კარდიო მაგნინი და ასევე ცალ–ცალკე მიიღოთ, საშუალოდ, ორჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კოპლავიქსი. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორი ვიყავი და ძალიან კარგად მესმის და ვიზიარებ აღნიშნულ საკითხს. ღარიბი მოსახლეობის ხარჯების 60 პროცენტამდე მედიკამენტებზე მოდის. საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ჯენერიკების სეგმეტნის გაფართოება და მოხმარება საუკეთესო გამოსავალია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამისთვის კი აუცილებელია საზოგადოებაში ჯენერიკების მიამრთ ინფორმაციულობის დონის ამაღლება“, - განმარტავს ლევან ფერაძე.

ფერაძეს მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატების მაგალითი მოყავს და აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები ოჯახის ექიმებთან უკეთ თანამშრომლობის მიზნით, პირდაპირ ავალებენ მათ, რომ პაციენტს ჯენერიკ მედიკამენტი დაუნიშნონ. „ჯენერიკი უსაფრთხო, სანდო და ხარისხიანია, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტებიც. ჩვენთვის უმთავრესია, გვქონდეს ჯენერიკებზე ხარისხის კონტროლის მექანიზმი. როგორც ყველა სხვა სფეროში, ფარმაციაშიც არსებობს ხარისხიანი და ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია. შეფუთვაზე მითითებული აქტიური ნივთიერება, ნამდვილად, არის თუ არა აღნიშნულ პრეპარატში. ჯენერიკი ერთადერთი გამოსავალია, რადგან მოსახლეობამ შეიძლება ნახევარ ფასად მიიღოს სრულფასოვანი მედიკამენტი, რომელიც სჭირდება“.

მედიკამენტების ხარისხის სრულფასოვანი კონტროლი საკმაოდ, ძვირი სიამოვნებაა და სრულფასოვან ლაბორატორიასაც მოითხოვს, რაც დღეს წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტოს არ გააჩნია: „დღეს ჩვენთან მედიკამენტი ძალიან გამარტივებული წესით რეგისტრირდება, განსაკუთრებით ის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ამერიკაში, შენგენის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში. საუკეთესო ვარიანტია თანამედროვე სტანდარტების მქონდე ლაბორატორია, სადაც წამლის სათანადო კონტროლის შესაძლებლობა იქნება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100