სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მანეულის სასურსათო ქარხანას“ ორმოცდაათამდე ბიზნესმენი ეწვევა

სოფლის მეურნეობის ტური ქართულ-შვეიცარული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართება

ხვალ, პარასკევს, 4 ოქტომბერს, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ 50-მდე შვეიცარელი და ქართველი ბიზნესმენი ეწვევა. ვიზიტი ორიგანიზებულია შვეიცარიის საელჩოს მიერ და ქართულ-შვეიცარული ბიზნეს-ფორუმის ეგიდით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა „მარგეებელი ჰოლდინგის“ პრეზენტაცია, ტური „მარნეულის სასურსათო ქარხანაში. დასასრულს ბიზნესმენები დაათვალიერებენ თელეთის „ფერმა მარგებელს“.

ქართულ-შვეიცარული ბიზნეს ფორუმი, რომელიც 3-4 ოქტომებრს გაიმათება, შვეიცარიული კომპანიებისათვის და პოტენციური ინვესტორებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მოხდეს საქართვლოს ეკონომიკური კლიმატისა და ინვესტირების შესაძლებლობების სიღრმისეული გაცნობა. ღონისძიების მსვლელობისას, ორი დღის განმავლობაში, დაინტერესებული პირები პირადად გაესაუბრებიან საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და ბაზარზე უკვე არსებული შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენლებს. ერთი-ერთი ასეთი სახის ვიზიტს წარმოადგენს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოების დათვალიერება.

„მარგებელი ჰოლდინგი“ 1997 წელს ქართველი და შვეიცარელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა. ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საწარმო სოფლის მეურნეობის სფეროში „მარნეული აგრო“ და აღნიშნული თელეთის „ფერმა მარგებელი“. 2007 წელს „მარგებელი ჰოლდინგი“ შეღავათიანი პირობებით დააფინანსა შვეიცარიის სახელმწიფო ეკონომიკური დეპარტამენტის (SECO)-ს Start-up ფონდმა ნახევარი მილიონი შვეიცარული ფრანკით. გემრიელი და ქართველი მომხმარებლის საყვარელი „მარნეულის“ პროდუქცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლებზე აწყვია, თავის დროზე საკმაოდ რისკიანი და ინოვაციური ბიზნესწამოწყების შედეგია. შესაბამისად, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ქართულ-შვეიცარული ინვესტიციისა და ნაბეღლავის წარმატებული პროექტის მაგალითია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100