სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 გარანტია რომელიც ივანიშვილს სჭირდება

პარლამენტარი დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. საკუთარ ფეისბუქ პოსტში საყვარელიძე აცხადებს, რომ ივანიშვილს სამოქალაქო პატრიარქობა სურს და იმავე პოსტში განმარტავს, რა გარანტიები სჭირდება ამისთვის ქვეყნის პრემიერს. დავით საყვარელიძის სტატუსს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ე.წ. "წასვლა"-ზე ღია საუბრით ბატონი ბიძინა არ სჯერდება ყოველდღიური მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე პრემიერ-მინისრის თანამდებობას და სურს საკუთარი არჩევნებში გამარჯვებისგან ინერციით ჯერ კიდევ შენარჩუნებულ რეიტინს ამოფარებულმა, ახალ სიმაღლეზე აიყვანოს საკუთარი ფიგურა; ანუ გახდეს ზეპოლიტიკური მმართველი, საქართველოს ისტორიაში ერთგვარი პირველი სამოქალაქო პატრიარქი.

ბატონი ბიძინას განცხადებით, ის უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავდება: საზოგადოების განვითარებითა და აღზრდით... ნამეტანი ხმამაღალი განაცხადი ხომ არ არის? თვით ილია ჭავჭავაძესაც კი არ მიუცია საკუთარი თავისთვის მსგავსი ამბიციური განცხადების უფლება... თუმცა ამისათვის აუცილებელი წინაპირობაა საკუთარი სიმშვიდისა და სამოქალაქო პატრიარქობის გარანტიების მოპოვება:

1. განადგურდეს მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ამისათვის საჭიროა და აუცილებელი მის ხელთ უკვე თვეების განმაბლობაში არსებული წამების კადრების რაც შეიძლება ფართო და ეფექტის მოტანაზე ოტიენტირებულო გამოყენება, ბუნებრივია პილიტიკური კონტექსტიდან გაუსვლელად; საკითხის მაქსიმალური პილიტიზირება, რათა ხალხი დაარწმუნო რომ პარტიის უკლებრივ ყველა წევრი იყო ჩართული ამ ე.წ. "სისტემურ" დანაშაულში; შეიმუშავო ე.წ. "მესიჯ ბოქსი" უმრავლესობის სპიკერი წევრებისთვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს უფლება დარჩეს პოლიტილაში ი.ხ. ქ-ნ-ი მანანა კობახიძის და ბ-ნ-ი დავით საგანელიძის ბოლო დღეების გამოსვლები;

2. წარუმატებლობის შემთხვებაში, უარესად გაამწვავო სიატუაცია, თუნდაც ღია სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებითა და პროვოცირებით, ნუ რა მოხდა,თავისიანები ხომ კარგად არიან დაცული და სხვების სისხლი თუ დაიღვარა დიდი არაფერი, როგრც იტყვიან ჩიტი ბრდღვნად ღირს... ამ მიზნის მისაღწევად, არაა გამორიცხული კადრების ყველაზე საზარელი ნაწილი მალაიზიის ან ჩინეთის რომელიმე მიუწვდომელი სერვერიდან ატვირთოს ვინმე ხვედელიძისებრმა ინდივიდმა და საქმე ისეთივე გამოუძიებელი დარჩეს, როგორც ე.წ. "თალიბების ვიდეო"-ს შემთხვევაში; ეს დამოკიდებულო იქნება ბატონი ბიძინას მიერ აგვისტოს ბოლო-სექტემბერში ჩატარებულ კვლევებზე, რითაც გაიზომება პრეზიდენტობის კანდიდატის, მარგველაშვილის რეიტინგი. მეორე ტურის საფრთხის არსებობის
შემთხვევაში, აუცილებლად ამოქმედდება ზემოთ ხსენებული ვარიანტი. ასევე აუცილებელი კომპონენტია არჩევნების შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაკავება და გასამართლება, მუშოაბენ კიდევაც ინტენსიურად და თავს იტეხენ ბრალდების შესაძლო ფორმულირებაზე. ციხეში მჯდომი მიშა, მათი გათვლებით,ბიძიძინასთვის სახიფათო აღარ იქნება, ასევე მათი გათვლებით, ლიდერების დაჭერით ნაციონალური მოძრაობა დაიშლება და დემორალიზდება, რაც სამოქალაქო პატრიარქს მიანიჭებს სიმშვიდეს და პუტინის ქება-დიდებას; თანაც მიშას "დაჭერით" ბიძინას მიმართ შიშისა და დაუნდობლობის ეფექტი გაასმაგდება; ანუ ე.წ. "უდავი"-ს მიმართ თრთოლვა და შიში უფრო მყარად და ფართოდ დაისადგურებს;

3. აუცილებელი კომპონენტია პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აბა ახლა როგორ აგვიტანს 50 უმცირესობის წევრს, რომლებიც აუცილებლად გავაგრძელებთ უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან სამოქალაქო პატრიარქის გემოზე დალაგებული მთავრობის კრიტიკას. ამის მოსახერხებელი ტაქტიკაა ლავრენტი ბერიას და ბოლშევიკების აპრობირებული სტრატეგია 1921 და 1937 წლების სადაც იმდროინდელ პროგრესულ ძალასთან გასწორება და მათი განადგურება სწორედ "ხალხის სახელით", "მშრომელთა მოთხოვნით" და "სამართლიანობის აღდგენა"-ს დროშის ქვეშ ხდებოდა. თუმცა საამისოდ კარგი პიარ კამპაბიაა საჭირო, რათა ახალი მთავრობის აქამდე არსებული ყველა წარუმატებლობა (უმუშევრობის ზრდა, ეკონომიკის ვარდნა,კრიმინალის გაუარესება და ქართული ოცნების სხვა შეუსრულებელი ნატვრები) გადაიფაროს და ხალხი დააჯერო რომ მთავარი მიზანო ამ მკვლელების და მწამებლების პარტიის განადგურება; უნდა იყოს მუდმივი დუღილი და უკმაყოფილება ნაციონალების მიმართ; მაშინ როდესაც ყელა დაპირება, ბატონმა ბიძინამ როგორც აღნიშნა, "უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული";

4. არსებული პილიტიკური სპექტრის დაქუცმაცება, ახალი ლოიალური და მართვადი პოლიტიკოსების წამოწევა, რათა აღარ შეიქმნას ერთიანი მონოლითური ოპოზიციური ძალა, რომლისკენაც ადრე თუ გვიან ლოგიკურად მივა სხვადასცვა საჭირო რესურსი. მცირე და მეავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიების ერთად-ერთი წამახალისებელი და არსებობის გარანტი მხოლოდ ერთ ადამიანი- სამოქალაქო პატრიარქი და მისი მხრიდან გაღებული წყალობა იქნება. ყოველივე ზემოთ თქმული ბატონ ბიძინას გარკვეული ვადით სიმშვიდის და საფრთხის არარსებობის განცდას შეუქმნის, ვიდრე ხალხი გონს მოეგება და დაამთავრებს მისი მმარათველობის ეპოქას, (ვეჭვობ ყოველგვარი არჩევნების გარეშე). ალბათ ზედმეტი ანალიზოც არაა საჭირო ვის ჭირდება ჩვენი ამ მდგომარეობამდე მიყვანა; ვინც მყისიერად დაქოქავს ახალგორთან წლებია მდგომ დაჟანგულ საბძოლო ტექნიკას და 1 საათში რუსთაველზე შემოარიხინებს ერთმორწმუნე ქართველთა გასაზავებლად და "წესირიგის დასამყარეაბლად". ერთად-ერთი ფასეულობა რომელივ ზარალდება, რასაც კიდევ 20 წელი ვერ გამოვასწორებთ. ეს გახლავთ კიდევ უფრო არეულ-აწეწილი, ერთმანეთის მოქიშპე-მოზიზღარი, საერთაშორისო ნდობადაკარგული, უფრო მეტად გაღარიბებული და მსოფლიო რუქაზე უბრალო წერტილად ქცეული ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო...“ - წერს დავით საყვარელიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100