"5000 დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში, დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა..." - როგორ პასუხობს მაია კაჭკაჭიშვილი ნუცა ბუზალაძეს
კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილსა და მომღერალ ნუცა ბუზალაძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ბუზალაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მან წლების წინ კომპოზიტორს სიმღერის სანაცვლოდ 5000 დოლარი გადაუხადა. "12 წლის ვიყავი მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და 5000 დოლარი გადავუხადეთ ყველაფერში, ტექსტი, სიმღერა და არანჟირება. "იურმალა" კი 17 წლის ასაკში მოვიგე. ამ სიმღერაში ფული გადავიხადე და სხვათაშორის თავის დროზე საკმაოდ ძვირი", - აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ აღნიშნულის საპასუხოდ კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 000 დოლარი "ცხოვრებაში არავისგან აუღია." "5000 დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა. 5000 დოლარი ცხოვრებაში არასოდეს არავისგან არ ამიღია. ყველაზე დიდი ჰონორარი "ა სტუდიომ" გადამიხადა 3000$. ეს იყო ჩემი კარიერის მაქსიმუმი", - წერს კაჭკაჭიშვილი.
კომენტარი