31 მაისი პოლიციელის პროფესიული დღეა
დღეს პოლიციელის პროფესიული დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებას მართავს, სადაც მიწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ქვეყნის სამსახურში 40 000-ზე მეტი მოქმედი თანამშრომელია. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება.
კომენტარი