სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ "ჩანგლაობდა" ლალი მოროშკინა "ნანუკას შოუს" სტუდიაში (ვიდეო)

"ხვალ ნიუსებში ვიქნები?" - სიცილით იკითხა ლალი მოროშკინამ მას შემდეგ, რაც გამშველებლებმა გამოარიდეს თაკო ფხაკაძეს "ნანუკას შოუს" სტუდიაში. "რას აკეთებ, ლალი, რატომ გააკეთე ეს?"- ეკითხება ფხაკაძე. "რას ვაკეთებ კი არა, შენ მოგი**ავ დედის ტრ**ს!" - პასუხობს მოროშკინა და ისევ საცემრად იწევს. მის დაშოშმინებას ნანუკა ჟორჟოლიანი ცდილობს.

თაკო ფხაკაძის განცხადებით, ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობის მცდელობა. "ბლაგვი ჩანგალი მან საძილე არტერიასთან ჩამარტყა, მანამდე კი, როგორც მითხრეს, დანის პირს სინჯავდა, მჭრელი იყო თუ არა. როცა ციხიდან გამოვა, მოვითხოვ, 100 მეტრის რადიუსში არ მომეკაროს", - განაცხადა 10 დეკემბერს თამარ ფხაკაძემ პკ-ზე და ლალი მოროშკინას ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმება მოითხოვა, ნანუკა ჟორჟოლიანმა კი განაცხადა, რომ მოროშკინამ მისი შოუ ახალი სკანდალისთვის გამოიყენა.

საქალაქო სასამართლომ ამ საქციელისთვის(წვრილმანი ხულიგნობა, კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფა) მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100