22 და 23 წლის მოცურავე ბიჭები ავიაკატასტროფისას გარდაიცვალნენ
22 წლის იტალიელი სპორტსმენი, მოცურავე ფაბიო ლომბინი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტალიის ცურვის ფედერაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად კიდევ ერთი მოცურავე, 23 წლის ჯიოლე როსეტი დაიღუპა. მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ლომბარდიის რეგიონში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. ორივე სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.
კომენტარი