სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა სოფელ ბადიაურში - ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - სოფელ ბადიაურში, ტბაში თევზაობისას 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წუხელ გვიან ღამით ტბასთან მეგობრებთან ერთად იმყოფბოდა და თევზაობდა, რა დროსაც მას ჯერ დენმა დაარტყა, წყალში გადავარდა, შემდეგ კი დაიხრჩო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100