"მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას - უზრუნველყონ ჩემი მეორე შვილის უსაფრთხოება!"
ამ წუთებში ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურის წინ აქციას მართავს და სასამართლოს განაჩენს აპროტესტებს, ასევე მოითხოვს მთავარი პროურორის, შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას. ის ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მხარში ამოუდგნენ და ერთად ებრძოლონ უსამართლობას. ზაზა სარალიძემ მიმართვა გააკეთა 51-ე სკოლის ადმინისტრაციისადმი და მოსთხოვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება:
"მე უკვე ვიცი ვინაა ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ ისინი არ აპირებენ იმათ დასჯას. ყველა შვილმკვდარ მშობელს მოვუწოდებ - დამიდექით გვერდში. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ ჩემი მეორე შვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ ახლავე. ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია უკვე" - განაცხადა სარალიძემ ჟურნალისტებთან.
კომენტარი