სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოდერძის კურორტი ოფიციალურად 2 ივნლისს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ზაფხულის სეზონს კურორტ გოდერძიზე, ოფიციალურად 2 ივლისს გახსნის. კურორტის პოპულარიზაციისა და განითარებების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და „ალიანს ჯგუგის“ მართველი პარტნიორი გიორგი ბიწაძე.

2016 წლის 2 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით გაიმართა „გოდერძის“ საინვესტიციო ფორუმი. ფორუმზე განხილული იყო „გოდერძის“ საინვესტიციო შესაძლებლობები. სადაც გამოვლინდა პირველი დაინტერესებული ინვესტორი „ალიანს რეზორტი“.კურორტიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროეტების განხორციელება. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ საძირკველი ჩაეყარება დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას, რომელიც 24 თვეში დასრულდება.

100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროეტში დასაქმდება 100 ადამიანი, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობით.

კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა.

„ალიანს რეზორტი“ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყობს საბანაკე ტერიტორიას, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას, როგორც საკუთარი ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიც არის: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე , ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახორციელებსა ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც მოემსახურებიან ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. სატხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2366 მეტრი.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.

საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100