ჰიქსოსები – “უცხო ქვეყნის მეუფეები”
ჰიქსოსები აზიელი ტომები იყვნენ, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1720 წელს წინა აზიიდან შეიჭრნენ ეგვიპტეში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში (თითქმის 140 წელი იბატონეს) და დააარსეს თავიანთი დედაქალაქი ავარისი.
ჰიქსოსების ნამდვილი ეთნიკური სახელწოდება უცნობია. მათი სახელების უმეტესობა არიულ-ხურიტული წარმოშობისაა, სემიტურიც საკმაოდ ბევრია. ჰიქსოსების მეფეები სწრაფად “გაეგვიპტელდნენ” და ფარაონის ტიტულებიც მიიღეს.
ჰიქსოსებმა ვერ შეძლეს მთელი ეგვიპტის დამორჩილება - თებესა და მეზობელ ოლქებში ეგვიპტელი მეფეები ისხდნენ. თებეს მმართველები სათავეში ჩაუდგნენ ჰიქსოსების წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ომს (ძვ.წ. 1650-1580 წწ.) იაჰმეს I-მა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ აიღო ავარისი და საბოლოოდ განდევნა ჰიქსოსები ქვეყნიდან. ჰიქსოსების მთავარი ღვთაება სეთი იყო.
კომენტარი