სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა! – ბაია პატარაია „რიონის მცველებზე“

უფლებადამცველი ბაია პატარაია რიონის ხეობის მცველების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მოძრაობა დღეიდან მისთვის უკვე დამთავრდა.

როგორც ბაია პატარაია ამბობს, ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან.

„ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა… და საერთოდ, არც ერთ აქტივისტს არ ვაღიარებ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უნივერსალური არ არის და არც ერთ ქრისტიანს არ ვაღიარებ, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს. ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან, რამხელა ჯვარიც არ უნდა დაიკავონ აწი ხელში. ქრისტიანობა სიყვარულია. ვისაც სიძულვილი ამოძრავებს, ის ღმერთის სახელს ამაოდ ახსენებს.

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ.

ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100