სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობი დაქორწინდა - ფოტო და ვიდეო საქორწინო ცერემონიიდან

ბრიტანელი მსახიობი და სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი სოფი ტიორნერი, რომელიც GOT-ში სანსა სტარკის როლს ასრულებს, დაქორწინდა. მისი რჩეული მუსიკოსი ჯო ჯონასია.

წყვილი ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ისინი ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნენ. ქორწილი Billboard Music Awards-ს დაჯილდოების შემდეგ გაიმართა, რადგან ჯო ჯონასი აღნიშნულ ცერემონიაზე იღებდა მონაწილეობას, რის შემდეგაც წყვილმა ლას-ვეგასში ვიწრო წრეში იქორწინა.

პატარძლის მეჯვარე ცნობილი ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა გახლდათ, რომელიც ჯო ჯონასის ძმის, ნიკ ჯონასის ცოლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100