"ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით ტექსტს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
""ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა...არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს...
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს...
ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს...
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები
"ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა..." - წერს ლაშა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლის არჩილს ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ ღამით გადმოასვენეს საქართველოში.
კომენტარი