სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მერე რა რომ განსხვავებულად ლაპარაკობს, მერე რა რომ მორწმუნეა, მერე რა რომ ადამიანია"- აი, რას წერს გიორგი ლიპარიშვილი გილიგაზე

ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი გიორგი გილიგაშვილის გაცნობის ამბავს იხსენებს და აი, რას წერს ფეისბუქზე:

„ჩვენმა მზემ

ერთ დღეს რომ განსხვავებულს ვიცავთ და მეორე დღეს განსხვავებულს გადავუვლით, ცოტა მეტიჩრობა მგონია.
გილიგა (გიორგი გილიგაშვილი), წლების წინ, ბენდუქიძის შოუს, რეალითი შოუ "შეგირდის" გადაღებებზე გავიცანი. სრულიად უცნობებს, მთელი დღით გარე გადაღებებზე მომუშავეებს, მოულოდნელად გაგვიმასპინძლდა...

ერთხელ, იატაკის ჯოხივით გამხდარს მითხრა, ჯიშიანი კაცი ყოფილხარ ჩოხა როგორ მოგიხდაო. ქორწილში მიმავალს თავისი ჩოხა და ხანჯალიც მათხოვა.

აღარც მახსოვს როდის დავმეგობრდით. ერთ დაძახებაზე გამომქცევი მეგობარია. საბავშვო ოლიმპიადისთვის ბავშვებისთვის გრაგნილი წერილების დარიგება ვთხოვეთ. ჰონორარზე გადაირია. ბავშვების საქმეზე თანხა რა სახსენებელიაო.
ღირსეული კაცია. მერე რა რომ განსხვავებულად ლაპარაკობს, მერე რა რომ მორწმუნეა, მერე რა რომ ადამიანია

არც არავიზე მეტი და არც არავიზე ნაკლები ბიჭები ვართ.

ჩვენმა მზემ“

ფოტო - ზურა შამათავა, 2015 წ. #პრეზენტატორიუმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100