სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პავლე კუბლაშვილი: "ვანუატუს ჯერ რუკაზე ვიპოვი და კომენტარს მერე გავაკეთებ..."

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ვანუატუს რესპუბლიკის არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც მან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

„ვანუატუს რესპუბლიკის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ჯერ რუკაზე ვიპოვი ამ ქვეყანას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს მის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს შემდეგ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა წყნაროკეანურმა სახელმწიფო ვანუატუმაც აღიარა.

ვანუატუ მელანეზიის შემადგენლობაში შედის. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოლომონის კუნძულების ტერიტორიული წყლები, დასავლეთიდან - ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, სამხრეთიდან - ახალი კალედონიის წყლები, ხოლო აღმოსავლეთიდან ფიჯის ტერიტორიული წყლები. დედაქალაქი პორტ-ვილა.
სახელმწიფო განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე.
2008 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 215 ათასი ადამიანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100