სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა

ორთაჭალაში 22 დეკემბერს მომხდარი ზვიად შამათავას მკვლელობა გახსნილია. პოლიციამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა. სამინისტროს პრესსამსახური მათ ვინაობას არ ასახელებს.

შემთხვევა 22 დეკემბერს ხეივნის ქუჩაზე, რესტორან "3 საუკუნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ზვიად შამათავას, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სხვა ორ მძღოლთან შეკამათება მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მას დანით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100