ქალებს ეს შეუძლიათ, მამაკაცებს არა
თანამედროვე ქალებს პოტენციური მოღალატეების გამოცნობა, მათი გარეგნობის ანალიზის საფუძველზე შეუძლიათ. აღნიშნული დასკვნა ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მაშტაბური კვლევის ჩატარების შემდეგ გამოიტანეს.
ექსპერიმენტის ჩატარების პროცესში, ქალებსა და მამაკაცებს შეაფასებინეს მათთვის უცნობი ადამიანების ფოტოები და სთხოვეს გამოეტანათ დასკვნა იყო თუ არა ფოტოზე გამოსახული პიროვნება მოღალატე.
სააბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე ქალბატონები სწორ დასკვნებს აკეთებდნენ, მამაკაცებმა კი პოტენციური მოღალატეების ამოცნობა ვერ შეძლეს.
იგივე ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ქალები პოტენციურ მოღალატეებად მამაკაცური გარეგნობის კაცებს მიიჩნევენ და მათი შეხედულება სწორია.
კომენტარი