კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ორის ინფიცირების წყარო უცნობია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარიან ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 10 შემთხვევიდან 1 ლენჯერიდანაა, ერთის წყარო ქობულეთია, კონკრეტულად რესტორანი „ჰავანა“, კიდე ერთი დადასტურებული შემთხვევა სამედიცინო პერსონალია.
მისი თქმით, 4 ახალი შემთხვევა საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი, მათ შორის 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ასევე, ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„1341 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1351. ათი შემთხვევიდან ერთი პაციენტის წყარო ლენჯერია, ერთის ქობულეთი, ანუ სასტუმრო „ჰავანა“, ერთი პაციენტის წყარო არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო ორის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარი