სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მრჩეველი ადასტურებს, რომ მილიარდერს მხარს „რუსული პოლიტიკური წრეები“ უჭერენ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მრჩეველთა საბჭო შექმნა. საბჭოს წევრთა შორისაა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძეც, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული პირველი განცხადების გაკეთებისთანავე სააგენტო „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა:

"ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. უნდა გვცოდნოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს - კაცს, რომელიც ჭორვილადან წამოვიდა და ბევრი მილიარდი იშოვა, ერთ დღეს საქართველოს პირველკაცობის ამბიცია გაუჩნდებოდა. ისიც ცხადია, რომ ვინაიდან ივანიშვილმა ბიზნესი რუსეთში აკეთა, რუსული პოლიტიკური წრეები მას მხარს დაუჭერენ და ბიზნესმენს მათ მიმართ გარკვეული ვალდებულებებიც გააჩნია. თუმცა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ის ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან თავისი აქტივების 2/3 ივანიშვილს სწორედ დასავლეთის საფონდო ბაზრებზე აქვს განთავსებული", - თქვა ბერიძემ და იქვე დასძინა, რომ "რუსეთთან კავშირის დამყარების შემთხვევაშიც საქართველო იმაზე უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვიდრე დღესაა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100