სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევ ლანდაუ - ცნობილი რუსი ფიზიკოსი

ლევ ლანდაუ ცნობილი რუსი ფიზიკოსია. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1927). შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1927 წელს მივლინებული იყო დანიაში (ნილოს ბორთან), ინგლისსა და შვეიცარიაში. 1932 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილებას ხარკოვში;

1937 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის პრობლემათა ინსტიტუტში; 1947 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი); 1937 წელს ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო - 1941 წელს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია; 1956 წელს შემოიღო კომბინირებული ლუწობის ცნება. შექმნა ორკომპონენტიანი ნეიტრინოს თეორია (1957). 1940-1965 წწ. ლიფშიცთან ერთად, გამოაქვეყნა თეორიული ფიზიკის თეორიული კურსი და შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა სკოლა.

მის მოწაფეთა შორის იყვნენ : პომერანჩუკი, მიგდალი, ლიფშიცი, აბრიკოსოვი, ხალატნიკოვი, ხუციშვილი და სხვები. ლანდაუ იყო მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100