9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ წარსულში რაღაც ვერ გააკეთეთ, მისი დასრულების საშუალება დღეს მოგეცემათ აგრეთვე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და იკვებეთ ჯანსაღად.
კურო
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. გახსოვდეთ, რომ უშრომლად ვერაფერს მიიღებთ. და არც "ლამაზი თვალების გამო" გაგიკეთებთ ვინმე რამეს. მეტი დრო დაუთმეთ ხელსაქმეს, ჰობის.
ტყუპი
ნუ გაჩერდებით უსაქმოდ. დაუბრუნდით წარსულში შესრულებ საქმეებს და გამოასწორეთ შეცდომები. დღეს შეიძლება სხვათა კეთილდღეობაზე მოგიწიოთ ზრუნვამ.
კირჩხიბი
დღეს საკუთარი საქმეებიც უნდა შეასრულოთ და ახლობლებისაც. ზოგიერთი კულინარიულ ნიჭს გამოავლენს, ზოგსაც ვაჭრობაში გაუმართლებს.
ლომი
გვიანობამდე მოგიწევთ შრომა. დღეს ნურავის ენდობით და ნურც ანდობთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას. მათ შეიძლება შეცდომები დაუშვან.
ქალწული
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდილების მისაღებად. აგრეთვე, მოგზაურობის მარშრუტის შესადგენად, სამოგზაურო ბილეთის შესაძენად. ზოგიერთი უცხოეთიდან წერილს მიიღებს.
სასწორი
დღეს პარტნიორების ნება-სურვილს უნდა დაემორჩილოთ. ეცადეთ, არავის აწყენინოთ. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს.
მორიელი
გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს. მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, არ გაართულოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
ისეთი საქმე შეასრულეთ, რომელიც თქვენც სარგებელს მოგიტანთ და გარშემო მყოფებსაც. შეასრულეთ დანაპირები. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი.
თხის რქა
დილით ვარჯიში კარგია, მაგრამ ზედმეტ ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან. გააანალიზეთ მათთან დაკავშირებული ფინანსური პოლიტიკა.
მერწყული
ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი გარშემო მყოფებისადმი. გაფრთხილდით ტრავმული დღეა. აკურატულობა გმართებთ ინსტრუმენტებთან მუშაობისას. სხვა დღისთვის გადადეთ სარემონტო სამუშაოების დაწყება.
თევზები
აზრთა სხვადასხვაობს გამო მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემო მყოფებთან. უსიამოვნება - მგზავრობისას და დოკუმენტების გაფორმებისას. ძილის წინ ისეირნეთ ფეხით.
კომენტარი