15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებთ ნაცნობებისგან, ან ოჯახის წევრებისაგან. დღის მეორე ნახევარს მეგობრულ და მშვიდ გარემოში გაატარებთ.
კურო – სიფრთხილე გამოიჩინეთ ინტუიციასთან მიმართებაში, ის შეიძლება ზოგჯერ ცდებოდეს. თავი აარიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენში ეჭვს იწვევენ. სანამ რაიმე ახალ საქმეს წამოიწყებთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.
ტყუპები – გახსოვდეთ, სამსახურში შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება გმართებთ. ემოციებს ნუ აყვებით, თავი აარიდეთ დაძაბულ სიტუაციებს.
კირჩხიბი – ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ოპერაციებს, ფული უაზროდ არ დახარჯოთ. დღის განმავლობაში დასახული გეგმების შესრულება მოგიწევთ.
ლომი – სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, წინასწარ დაფიქრდით და გათვალეთ სავარაუდო შედეგები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პრობლემები თანდათან მოგვარდება.
ქალწული – ადრე დაშვებული შეცდომა დღეს მწვავე შედეგებს გამოიღებს. დაძაბული სიტუაციიდან გამოსავლის მონახვაში, ინტუიცია დაგეხმარებათ.
სასწორი – დღის პირველი ნახევარი პირადი ურთიერთობების მოგვარებას დაუთმეთ. ნუ ენდობით გარშემომყოფებს, მათი გულახდილი საუბარი, შესაძლოა, ინტრიგა აღმოჩნდეს.
მორიელი – დღეს წარმატებული საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები გელოდებათ. დღის ბოლოს გამოიჩინეთ სიფრთხილე, შესაძლოა ინტრიგის მსხვერპლი გახდეთ.
მშვილდოსანი – სამუშაო დღე მშვიდად ჩაივლის. მიიღებთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. საღამოს მეტი სიფრთხილე გმართებთ, ზოგიერთი ადამიანი თქვენს მოტყუებას შეეცდება.
თხის რქა – დილა სამსახურში დაკისრებული მოვალეობების შესრულებით დაიწყება. რუტინული სამუშაო დღე სიამოვნებას მოგანიჭებთ. დღის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
მერწყული – დილა ნაკლებად ოპტიმისტური განწყობით დაიწყება. საღამოს კი სიტუაცია შეიცვლება. ინტუიცია სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ.
თევზები – ვარსკვლავები წარმატებულ დილას გპირდებიან. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა და სიმტკიცე.
კომენტარი