ცნობილი თურქი მსახიობის გრანდიოზული ქორწილი, სამი საპატარძლო კაბა, პოპულარული სტუმრები და სკანდალი ქორწილამდე - ვინ არის დემეთ ოზდემირის რჩეული (ფოტოები)
ცნობილი თურქი მსახიობი, რომელიც საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს, დემეთ ოზდემირი დაქორწინდა. დემეთის რჩეული მომღერალი ოგუზან კოჩია. ცნობილი წყვილის ქორწილი ამ ზაფხულს თურქული შოუ-ბიზნესის მთავარ მოვლენად დასახელდა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონია სტამბოლში გაიმართა, პატარძალს ქორწილის განმავლობაში სამი საქორწილო კაბა ეცვა. კაბებზე თურქმა დიზაინერებმა იზრუნეს. მსახიობის თქმით, აპირებს, რომ ერთ-ერთი კაბა იმ ფანს აჩუქოს, რომელიც თვითონაც მალე ქორწინდება. დემეთის ქორწილს ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობი იბრაჰიმ ჩელიქოლი. ქორწილში ყველა ელოდა მსახიობ ჯან იამანს, რომელიც პოპულარულ სერიალში "ნაადრევი ფრინველი" დემეთის პარტნიორი იყო, თუმცა სტუმრებს შორის ჯანი არ გამოჩენილა. უცნობია, დაპატიჟა თუ არა ოზდემირმა ის. აღსანიშნავია, რომ ქორწილს გრანდიოზული ნიშნობა უძღოდა წინ. ნიშნობამდე კი დემეთი და ოგუზანი დაშორებულები იყვნენ, თუმცა როგორც თურქულ მედიაში წერენ, ოგუზანმა საყვარელ ქალს დაუვიწყარი სიურპრიზი გაუკეთა, რის შემდეგაც ისინი შერიგდნენ. ცნობილია, რომ ქორწილი რამდენიმე დღე გაგრძელდება და გუშინ წვეულების პირველი დღე იყო. დემეთ ოზდემირი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი თურქი მსახიობია. მან კარიერა კომედიური ჟანრის სერიალებით დაიწყო, მოგვიანებით ბედი დრამაშიც სცადა და წარმატებულადაც. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა erkenci kus (“ნაადრევი ფრინველი“) სადაც პარტნიორობას ცნობილ მსახიობს ჯან იამანს უწევდა. ეს სერიალი ფანებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველზე საყვარელ სატელევიზიო შოუდ რჩება. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღების დროს მედია დემეთისა და ჯანის სასიყვარულო ურთიერთობაზე წერდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რასაც გულშემატკივრები დღემდე ვერ ეგუებიან.
კომენტარი