სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა

მთავრობა დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შედეგად სამსახური დაკარგეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100