რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი ეზოში გამვლელმა ნახა, მას თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი