სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტად უცნაური და საცნაური მოტივაციის მქონე ქართული მარშის შესახებ

1993 წლის სექტემბერს სოხუმიდან რუსეთის შეიარაღებული ძალებითა და ბანდებით ძალამოცემულმა აფსუა სეპარატისტებმა რუსეთის მიერ საქართველოსთან დადებული სოჭის ხელშეკრულების ვერაგული დარღვევით, ამ ხელშეკრულებითვე ვითომ სამშვიდობო ვითარებისათვის ვერაგულად განიარაღებული ქართული მხარის მიმართ გამოიყენეს მასირებული საარტილერიო და საავიაციო დარტყმები. რუსული ჯარების, სპეც-დანიშნულების ბატალიონების, რუსეთის მოქალაქეების , ასევე გრუს პოლკოვნიკ შამილ ბასაევისნაირი (იგივე ალ ქაედასთან აქტიური კავშირების მქონე კავკასიელი იმამის) მეთაურებით დაკომპლექტებული და რუსული იარაღითვე გაძეძგილი ბანდები დაუნდობელ შეტევებს იწყებენ და. 27 სექტემბერს სისხლისაგან დაცლილი ქართული ნაწილები ცეცხლში გახვეულ სოხუმს ტოვებენ...

27 სექტემბერს ღამე იწყება სოხუმს შემორჩენილი ათეულათასობით ქართველების საშინელი ხოცვა-წამება. რუსეთის მიერ შეიარაღებული და დაფინანსებული სამხედრო ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების სპეცრაზმები, ასევე რუსეთიდანვე შემოსული მოხალისე ბანდები ხოცავენ ქართველებს ყველგან, ეროვნების კუთვნილების მიხედვით ბანდები კლავენ და წვავენ ყველას, მათი ასაკისას და სტატუსის განურჩევლად. 27 სექტემბერს მოკლეს და დაწვეს ქართველი ეროვნების რამდენიმე ათასი ყრმა, ბავშვი, კაცი, ქალი, მოხუცი და ახლაგაზრდა . დილით კი, როგორც ეს ჩვევია ველურებს, დაიწყეს წამებული გვამების დაასახიჩრება ( გვამთა დასახიჩრება ეს რუსი ბარბაროსების ტრადიციული ხელწერაა).

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი და დაიწყო ქარტველთა არნახული ჟლეტა. ეს ჟლეტა ეთნოწმენდის სახით უმძიმეს დანაშაულად აღიარა მრავალმა საერაშორისო ორგანიზაციამ - გაერომ, ევროკავშირმა, ეუთომ... ამ ტრაგიკულ დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ და სარწმუნოების შესაფერისად ხვდებოდნენ პანაშვიდების გადახდით, საფლავებზე გასვლით, დაღუპულთა მოსაგონარი საღამოებით, საფლავთან მისვლით, სევდიანი თეატრალური წარმოდგენებით და...

ცრემლიანი ღვინის წვეთდაპკურებული მადლიანი ქართული პურით...

ეს აქამომდის....

ახლა?...

ბოლო დღეებში როგორც იქნა გამოვიდა ხანგრძლივი დასვენებით დაღლილი ოპოზიცია და ...

საქართველოს ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღის - სოხუმის დაცემის დღის მეტად უცნაური სახით აღნიშვნა - მარში შემოგვთავაზა "ქართულმა ფორუმმა"(?!).

ხომ არ გამახსენებთ - საფრანგეთი აღნიშნავს თუ არა პრუსიელებისაგან პარიზის აღების დღეს?

ნეტა ავსტრია ხომ არ აღნიშნავს ნაპოლეონის მიერ ვენის აღების დღეს?

კი ვამბობთ ევროპ(ი)ელები ვართ(ოო), მაგრამ ამ „გუბაზის მარშის“ (ასეც ეძახიან ამ დაგეგმილ უცნაურ მარშს გუბაზ სანიკიძის პრომოუტერული როლის გამო) ნამეტნავად უცნაური ევროპ(ი)-ელები გამოვდივართ - მარშებს ვაწყობთ სახელმწიფოსათვის ტრაგიკულ დღეებში და სახელმწიფობრიობის დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნისას, კი გლოვას ვაკანონებთ თანაც საზეიმო აღლუმის ჩატარების უფლების გაუქმებით (!?)

ახლახანს ინტერნეტში (ოოოხ ეს ინტერნეტი - თავად პუტინსაც სიბრაზისაგან და ბოტოქსისაგან ისედაც გამოციებულ სახეზეც კი უფრო უჭიმავს კანს ) გაჟღერდა ვერსია იმ მიზეზისა, რამაც შეუქმნა მყარი მოტივი გუბაზ სანიკიძეს - ჩაეტარებინა ეს ისტორიულად უპრეცედენტო მარში სოხუმის დაცემის დღეს.

"გუბაზას მარშის" მოტივი ისევ და ისევ უნივერსალური ფორმით წარმოგვიდგა და მას, არც მეტი არც ნაკლები, ისევ ფული ქვია.

დიახ ფული, რომელსაც ვესპასიანეს თქმით სუნი არა აქვსო. თურმე ჰქონია, რადგან მარშამდე აყროლდა ის. სუნი ქონია და მერე როგორი?! - კრემლიდან წამოსულ ყველა კუპიურას საზიზღარი სუნიც აქვს და ჭუჭყიც. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის გამო კრემლის ფულის ჭუჭყსა და სუნს ღორის კოლტივით ბევრი პოლიტიკოსის გასვრა შეუძლია. ამბობენ, რომ გუბაზის ამ სუნიან-ჭუჭყიანი ფულით თავად ბურჯანაძე ნინო აფინანსებსო; თავად ნინო კი , სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დროს აღლუმის ჩაშლის წარუმატებელი მცდელობისას სამარცხვინო გაძურწვამდე, ამ ჭუჭყიან-სუნიან ფულს მრავლად იღებდა კრემლის "შჩელკუნჩიკებისაგან".

გუბაზისადმი ნინო ბურჯანაძის მიერ გარკვეულ საფასურად სოხუმის დაცემის წლისთავზე მარშის ჩატარების ვერსია განვიხილოთ და გავარკვიოთ ეს ლეგენდარული დილემა - ქვი პრო ქვო...

ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს ,რომ პოლიტიკოსი თითქმის ყოველთვის ერიდება რაიმე მიზეზის გარეშე ისტორიულად მიუღებელ და აშკარა წამგებიანი ნაბიჯების გადადგმას. არადა ისიც ხომ ცნობილია, რომ გუბაზი კარგი მცოდნეა ისტორიისა და ლათინურისაც? ამ ფაქტის გათვალისწინებით, გუბაზმა საკმაოდ კარგად უწყის ის, თუ რა უაზრობაა სახელმწიფოს მარცხის რომელიმე დღის (ამ შემთხვევაში სოხუმის გამცემლური დაცემა) გამოყენება მარშის თარიღად! შემდგომი მოსაზრებაც არაა იგნორირების ღირსი - პოლიტიკური რეიტინგის კატასტროფული ვარდნით გამწვავებულ დაპირისპირებაში მყოფ ოპ-ოპ-ზიციონერებში ურთიერთნდობის ფაქტორი თითქმის ნულამდეა დასული. ბურჯანაძის ნდობით სარგებლობა წინა ჩავადრნილ აქციებისაგან პოლიტორგანიზაციულად განზე მყოფ ქართული ფორუმის ლიდერს და ნინოს ოჯახთან დაკავშირებულ გუბაზ სანიკიძეს სავსებით „დამსახურებულად“ აქვს მიღებული. ორმხრივი ნდობა ქართული ფორუმი და ბურჯანაძე & ჩო- ს კონსორციუმისათვის სავსებით ნათელია, რომ გუბაზის ჰქონდა. თავად ცხინვალის ოკუპირებული ზონის მიმართულებით ბადრი ბიწაძის გაქცევის ორგანიზება დაკავშირებულია გუბაზ სანიკიძესთან. მესამე მოსაზრებასაც ვერ ვუარყოფ - "ეროვნული ფორუმი" დიდ სიფრთხილეს იჩენდა წინა პერიოდის ბატალიებში. თითქმის თამაშგარეთ მყოფი ფორუმი გადარცა მოსკოვურ ტალახს რომელიც კოლტის მრავალ წევრ ჭუჭყავდა. ჭუჭყი კი შესაძლოა პოლიტიკურ რეიტინგს აკარგვინებს და ნამუსის აშკარა განადგურებასაც ნიშნავს, მაგრამ ჭუჭყს, გინდაც კრემლისას ფულიც მოსდევს. ეგაა უბედურება, რომ შარტავას კანტორამ ჭუჭყისაგან შორიახლოს ყოფნით კი გადაირჩინა თავი და არ გაისვარა სხვა კოლტის წევრებივით, მაგრამ ხელზეც რომ ნაკლები ჭუჭყი შერჩა, ესეც ხომ ნათელია? „ხელის ჭუჭყის“ გარეშე კი, ვერც ბელზებელის კარნი განიხვნება და ვერც მაკიაველის დიდი მთავრის გზაც განიტკეპნება ქართული ოპოპზიციონერებისათვის. ფული, ანუ „ხელის ჭუჭყი“ კი ნინას აქვს - ესეც სავსებით ნათელია. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა ნამდვილად მოერიდება ამ გასვრილ და რენეგატ ნინოს, მაგრამ ფულადი სახსრების სიმწირის გამო, უარს არ იტყვის ორივე ძალისათვის (ფორუმი და ბურჯანაძე & კო.) შუალედ მეკავშირედ გუბაზ სანიკიძეს არჩევაზე. ამ შემთხვევაში ქართული ფორუმი კიდეც მიიღებს ნინას ფულს-ჭუჭყს, თან საქვეყნოდ ჭუჭყიც არ მოეცხობა პუტინთან დიდი ხელჩანთებით მიდრეკილად მოსტუმრე ექსპანსირებული ფერომანისაგან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და უმარტივესი ლოგიკის მიხედვით, რამდენიმე ფაქტორი მუშაობს გუბაზის მიმართ ნინო ბურჯანაძესაგან "შემოდგომის მარშის" დაკვეთის სასარგებლოდ.

ესაა საკითხავი - შარტავას ვაჟი როგორ პოზას ან რა როლს მიიღებს ამ მარშში? სავსებით აშკარაა, რომ ძალიან პრიმიტიული და უზნეოდ ვითარდება ქართული ფსეუდო-ოპოზიციური პოლიტიკის მიმართულებები. არა და პუტინ ტესტიკულომანს ევროკავშირის მიერ “ნაბუქოს” გააქტიურება მწვავე ცაიტნოტში აყენებს გებისტებს.

მე ავხსენი ჩემეულად ამ უცნაური მარშის საცნაური მოტივაციები და უნივერსალური უფლებებით განსჯა კვლავ თავად მკითხველთათვის მიმინდვია.

მოდით და ლოცვას, სანთელ-საკმევლის მადლს ნუ გავუქრობთ ჩვენს სამშობლოსათვის წამებულთ და მტერთა სისასტიკის მსხვერპლთ.

მოსაგონარი იყოს სოხუმში გარდაცვლილთა თამადობით ყველა უდროოდ დაღუპულისა.

ნურც ღვინო-ცრემლ-დაპკურებულ მადლიან პირს დავტოვებთ მოუკბეჩავად, ის ხომ ნათელში მყოფობის , ან წირვის წმინდა მადლის სიმბოლოა?

მეგობრებო, პურითა და ღვინით სცხონდნენ მოციქულნი უფლის ტარიგად შეწირვის წინაღამეს... ნათელში ამყოფოს გარდაცვლილნი...

ნიუ იორკი ,

26-სექ-2011.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100