სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად კუპრავა: ზაზა სარალიძეზე დაწყებული შავი პიარკამპანია "პოლიტიკოსებზე მიყიდულ შვილზე" თქვენს სინდისზე იყოს ბატონებო

აი რას წერს ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძეზე:

"რატომ ზის ზაზა სარალიძე მარტო"...?!

იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მის დასაკომპლექსებლად ყველანაირ ბინძურ გზას მიმართა. ისინი დღესაც იგივეს აგრძელებენ და მის მიმართ დაწყებული შავი პიარკამპანია "პოლიტიკოსებზე მიყიდულ შვილზე" თქვენს სინდისზე იყოს ბატონებო. დიახ სწორედ ამგზით თქვენ ის ამყოფეთ მორალური ტერორის ქვეშ.

შვილ მოკლულ და უსამართლოდ დარჩენილი ზაზა სხვა ყველაფერთან ერთად ახლა იმიტომაც ისჯება(მის მარტო ჯდომას ვგულისხმობ), რომ მან არ მოახდინა აქციებზე ადამიანების დისკრიმინაცია პროფესიების მიხედვით და არ განასხვავა არავინ ერთმანეთისაგან, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. არც ექიმი და არც დარაჯი. არც ყოფილი პატიმარი და არც სხვა...

ახლა ზაზა სარალიძე იძულებულია გაერიდოს ყველას და იჯდეს მარტო იქ სადაც ახლა ის ზის...

მივმართავ ხელისუფლებს. !
ბოლო შანსი გაქვთ ბატონებო. ახლა თქვენ მიდით მასთან და დაუჯექით გვერდით. დიახ დაჯექით მასთან ერთად აბა მიდით გაბედეთ და თქვენს მოითხოვეთ სარალიძის სამართლიანობის აღდგენა“- წერს ზვიად კუპრავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100