სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილისი თაიმსის“ გამოკითხვის შედეგებით მომხმარებელში ყველაზე პოპულარული მინარალური წყალი ”ნაბეღლავია”

საინფორმაციო სააგენტო ,,თბილისი თაიმსი“ მკითხველს ინტენსიურად სთავაზობს გამოკითხვებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობას ქვეყანაში არსებული თემების განხილვაში და სხვადასხვა საკითხზე საერთო აზრს აცნობს საზოგადოებას.

ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლის რესურსებით. გამოდინებული წყლის რაოდენობა 1კვ/კმ-ზე 820 000ტ. შეადგენს, რაც 2,5 ჯერ მეტია მსოფლიო საშუალო რაოდენობასთან შედარებით. მცირე ტერიტორიაზე აღრიცხულია და ნაწილობრივ შესწავლილია 1000-ზე მეტი უაღრესად მრავალნაირი მინერალური წყარო. საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა მოსახლეობა თუ რომელი მინერალური წყლის მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას. გამოკითხვიაში სულ 380-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, შედეგები კი საინტერესოდ გადანაწილდა:

„თბილისი თაიმსის“ გამოკითხვის შედეგად, მომხმარებელში ყველაზე პოპულარული მინარალური წყალი ნაბეღლავია”. მისი მწარმოებელი კომპანიააწყალი მარგებელი” (“HEALTHY WATER” ) , რომელიც 1997 წელს დაარსდა. „ნაბეღლავმაგამოკითხული მოსახლეობის – 47%- (177 ხმა) დაიმსახურა

შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა:

მინერალური წყალი „ლიკანი“ (მისი მწარმოებელია კომპანიაა – „IDS ბორჯომი საქართველო.“) მას მომხმარებელთა 21%-მა (77ხმა) მიანიჭა უპირატესობა.

მინერალური წყალი – „ბორჯომი“, რომელმაც გამოკითხული მოსახლეობის 20% (73 ხმა) დაიმსახურა.

მინერალური წყალი „საირმე“(კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსი”)

ბოლო, მეხუთე პოზიციას კი „მიტარბი“ იკავებს. (კომპანია „IDS ბორჯომმა საქართველო“) გამოკითხულთა 5%-ი (20 ხმა) მიტარბის მომხმარებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100