სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილმა მომღერალმა ნაშვილები ბიჭუნა ბავშვთა სახლში დააბრუნა, რადგან პატარა ხმამაღლა ტიროდა

26 წლის რუმინელმა მომღერალმა მონიკა კოლუმბიანუმ უარი თქვა 3 წლის ნაშვილებ ბიჭუნაზე, რომელიც ბავშვთა სახლიდან ყავდა წამოყვანილი. ქალმა ბავშვი ჩუმად დააბრუნა უკან, მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ ბავშვი ღამით ძალიან ხმამაღლა ტიროდა.

ტირილის გამო დაწუნებულმა ობოლმა ბიუნამ ბიანკას მილიარდერი ქმრის სასახლეში მხოლოდ ერთი დღე-ღამე გაატარა.

დეილი მეილის ცნობით მონიკა სკანდალებში მას შემდეგ გაეხვა რაც 56 წლის მილიარდერზე გათხოვდა, შელახული იმიჯის გასაუმჯობესებლად ქალმა უპატრონო ბავშვი იშვილა.

„ბავშვები არ უნდა ცხოვრობდნენ ასეთ დაწესებუებებში, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ალექსს ღირსეული ცხოვრება შევუქმნა, მას ყველაფერი ექნება. მე ვაჩუქებ მას ყველაზე მნიშვნელოვანს, მშობლიურ სიყვარულს“ - განაცხადა მონიკამ, ბუქარესტის ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან 3 წლის ალექსის წამოყავნისას. თუმცა, მისი აღზრდა ვერ მოახერხე და მეორე დღესვე ჩუმად დააბრუნა ბავშვთა სახლში. მედიამ მონიკას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მაინც მიიღო და ახლა მომღერალს სახელი იმაზე უფრო მეტად აქვს გატეხილი ვიდრე აქამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100