რა ზიანი მოაქვს ზაფხულს მამაკაცის ჯანმრთელობისთვის? ეს დასკვნა ქალებსაც დასწყვეტს გულს
შეფილდისა და მანჩესტერის მეცნიერების შოკისმომგვრელი და სამწუხარო დასკვნა, რომელიც მამაკაცებს ცუდ ხასიათზე დააყენებს.
2249 მამაკაცზე დაკვირვების შედეგედა დადგინდა, რომ ზაფხული ძლიერი სქესისთვის საშიში პერიოდია. აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამაკაცის სპერმის ხარისხი ფუჭდება, რისი მიზეზიც მზის მკვეთრი სზხივებია.
მეცნიერთა განმარტებით, მზის სხივები მამაკაცის ორგანიზმში იწვევს ისეთ ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლებიც სპერმატოზოიდების ზომასა და ფორმას უარესისკენ ცვლის, რაც შემდგომში ბავშვის ჩასახვას ართულებს.
მეცნიერთა განმარტებით ზაფხული სპერმაზე იმაზე უფრო ცუდ გავლენას ახდენს ვიდრე ალკოჰოლი, სიგარეტი, მარიხუანა და ზედმეტი წონა. ამიტომ სპეციალისტები მამაკაცებს რუჯის მისაღებად პლაჟზე ყოფნას არ ურჩევენ.
კომენტარი