ქუთაისი-მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა
ქუთაისი-მილანის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე მგზავრი ბორტზე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 17 დეკემბერს რამდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, კომპანია ვიზ ეარის თვითმრინავი, რომელიც რეისს ასრულებდა, ბელგრადის აეროპორტში დაეშვა, რათა მგზავრისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მათივე თქმით, თვითმფრინავი ბელგრადიდან მილანისკენ უკვე გაფრინდა და საქართველოს დროით დილის ხუთ საათზე უკვე ქუთაისში იქნება.
კომენტარი