სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან კარგი ქმრები?

ვერძი - მამაკაცი-ვერძები ცოლებს აღმერთებენ, პრაქტიკულად, არასოდეს აკრიტიკებენ, მით უმეტეს, სახალხოდ. უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და მზრუნველობა, მაგრამ ამასთანავე, თავად შეუძლიათ იყვნენ უპასუხისმგებლოები, უყვართ თავზეხელაღებული გართობა. სახლში მათი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც თუ თქვენ აირჩიეთ ქმრად ვერძი, მზად იყავით ექსტრემალური დასვენებისთვის და ხშირი თავყრილობებისთვის.

კურო - ცოტათი წინ გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ მამაკაცი-კურო, პრაქტიკულად, იდეალური ქმარია: ის ვნებიანია, ყურადღებიანი, მზრუნველი და ძალიან ტემპერამენტულია. მამაკაცი-კურო ყველაფერს გაზვიადებულად წარმოაჩენს და მას ყოველთვის იმის ეჭვი აქვს, რომ რაღაცაში ადანაშაულებენ

ტყუპები - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებში გაერთიანებულია ინტელექტი, გამომგონებლობა და მომხიბვლელობა. უყვართ სიმყუდროვე და ყველანაირად ცდილობენ, ასეთი ბუდე მოიწყონ. მათთვის ძვირფასია ოჯახი. მტკივნეულად განიცდიან ცოლის მხრიდან კრიტიკას.

კირჩხიბი: იმ ქალებისთვის, ვისაც სახლში ჯდომა უყვარს, ასეთი ქმარი იდეალურია. ეს გახლავთ მეოჯახე, სამაგალითო, რბილი ხასიათის, კეთილი მამაკაცი. აფასებს ცოლის კულინარიულ შედევრებსა და მზრუნველობას. მამაკაცი-კირჩხიბი გვიან ქორწინდება, რადგან ძალიან მიჯაჭვულია დედაზე. ქალებმა, ვისაც პათოლოგიური შინაგანი მტრობა აქვთ დედამთილების მიმართ, ეს უნდა გაითვალისწინონ.

ლომი: ძალიან ეჭვიანია, თუმცა საკმაოდ სულგრძელი. ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საზოგადოება და ელიტური საღამოები. ამიტომაც ქალებს, რომელთაც ოჯახური სიმყუდროვე ყველაფერს ურჩევნიათ, ქმრად ლომი ნაკლებად გამოადგებათ.

ქალწული: ქმარ - ქალწულს ავადმყოფურად უყვარს სისუფთავე. ამიტომაც ცოლს უფლებას არ მისცემს, სახლში მოუწესრიგებლად იყოს რაიმე. მისი პედანტურობა საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზრუნვაშიც გამოიხატება. თუ მზად ხართ, მთელი ცხოვრება სახლის ლაგებასა და საყვარელ ქმარზე ზრუნვას შეალიოთ, აირჩიეთ ცხოვრების მეგზურად მამაკაცი-ქალწული.

სასწორი: მამაკაც - სასწორებს ძალიან უყვართ თავისუფლება, თუმცა სასიყვარულო სარბიელზე ისინი შეუდარებლები არიან. უბრალოდ, სასწორები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ თავისუფლებას. ისინი მომხიბვლელები არიან, ინტელექტუალები და კონტაქტურები. ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან მომთხოვნები არიან და უყვართ სიმშვიდე და ის, რომ მათზე განსაკუთრებით ზრუნავენ.

მორიელი: აი, ნამდვილი პროფესიონალი სიყვარულსა და სექსში! ის ვნებიანია და დინამიური, ერთდროულად მიმზიდველიც და უკარებაც. მისთვის უცხოა მსუბუქი ფლირტი და ადვილად ხელმისაწვდომი ქალი. მან უნდა მოიპოვოს, დაიპყროს. ის ყველა რომანს მთელი სულითა და გულით ეპყრობა. მორიელი 30 წლამდე ქორწინდება და ბედნიერი იქნება იმ ქალთან, ვინც გულწრფელი, ალალი და სუფთა იქნება ურთიერთობებში. ტყუილს, როგორც წესი, მორიელი არ პატიობს. ბუნებით მორიელი-ქმარი ყოველთვის მესაკუთრეა და ამასთან, ეჭვიანი.

მშვილდოსანი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ხშირად ბერბიჭებად რჩებიან: ოჯახს ისინი, როგორც წესი, კარიერას არჩევენ. ამიტომაც, თუ მაინცდამაინც მშვილდოსანი აირჩიეთ მეორე ნახევრად, მიეცით მას მაქსიმალური თავისუფლება და ეცადეთ, გაიზიაროთ მისი ინტერესები.

თხის რქა: თხის რქა ძალიან ჩაკეტილი ნიშანია. ამიტომაც გრძნობის რომანტიკულად გამოხატვა მას, უბრალოდ, არ ეხერხება. თუ თქვენი თხის რქა ოდესმე გეტყვით: "არა უშავს, კარგი ვარცხნილობა გაქვს!" გიხაროდეთ, მან უდიდესი კომპლიმენტით დაგასაჩუქრათ. სამაგიეროდ, ქმარი-თხის რქები ძალიან საიმედოები და სტაბილურები არიან; ამასთან, ძალიან ძუნწებიც.

მერწყული: მათთვის სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და სამუდამოდ. ისინი ძალიან ერთგულები და მყარები არიან ურთიერთობებში. მამაკაცი-მერწყული აიდიალებს ცოლს. ყოველმხრივ განვითარებული მერწყულისთვის სიყვარული მხოლოდ ერთია, თუმცა მისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი ცხოვრება და სხვადასხვა ინტერესი

თევზები: ყველაზე მოკრძალებული ჰოროსკოპის ნიშანია. როგორც წესი, მამაკაცი - თევზები უცოლოდ მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ ეშინიათ, არ იყვნენ უარყოფილნი, რასაც ისინი ვერ გადაიტანენ. მეუღლის მიმართ თევზები ძალიან მომთხოვნები არიან და ამავე დროს, ძალიან ფაქიზებიც.იდეალური მამაკაცი არ არსებობს, მხოლოდ იმიტომაც, რომ იდეალური არ არსებობს არც ქალი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველი ჩვენგანი ერთი მთლიანის ნაწილია, ყოველ ჩვენგანს ჰყავს სადღაც (თუ ჯერჯერობით გვერდით არა) თავისი მეორე ნახევარი. ჰოდა, ის, რომელიც მოგვერგება (მოგვერგო), იქნება იდეალური ქმარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100