სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„m2 უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა

28 თებერვალი, 2018 წელი - კომპანია „m2 უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

კომპანია m2-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. m2-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.

„მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორები გავხდით. m2-სთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასტუმროების ბიზნესში და გვსურს ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი თელავში. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველაგნ სადაც პროექტს ვახორციელებთ, ვცდილობთ სარგებელი მივიტანოთ და დღევანდელი სიახლეც ამის დადასტურებაა“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100