სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელი გენერალი ლიბიის დაბომბვის გაგრძელების მომხრეა

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ დევიდ რიჩარდის შეფასებით, აუცილებელია ნატომ ლიბიაში დაწყებული საჰაერო ოპერაცია გააგრძელოს და უფრო მეტად მიზანმიმართულ დაბომბოს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში მუამარ კადაფი ხელისუფლებას შეინარჩუნებს", - მიაჩნია ბრიტანელ გენერალს.

დევიდ რიჩარდის შეფასებით, ალიანსმა ავიადარტყმების მიყენება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც უნდა დაიწყოს, რომელიც მმართველი რეჟიმის გასაღებია.

"ამით ლიბიის ლიდერს უნდა დავანახოთ, რომ ის უნდა წავიდეს", - აღნიშნავს გენერალი რიჩარდი.

შეგახსენებთ, რომ ნატოს საჰაერო ძალების მიერ ტრიპოლში ლიბიის მმართველის მუამარ კადაფის რეზიდენციის დაბომბვის დროს მისი შვილი და სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყანა ალიანსისიგან ლიბიაში დაწყებული საჰაერო ოპერაციის შეწყვეტას ითხოვს, რომელთა მისაზრებით ნატოს მოქმედება გაეროს უშიშროების მიერ მიღებულ რეზოლუციის ჩარჩოებს გასცდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100